გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, 2024 წლის ევროპის საშინაო ჩემპიონატის გახსნის მატჩის შედეგებზე ისაუბრა, რომელშიც მისმა ფეხბურთელებმა შოტლანდიის ნაკრები ანგარიშით 5:1 დაამარცხეს.
„დავეთანხმებოდი თუკი ვინმე მატჩამდე ასეთ შედეგს შემომთავაზებდა. პირველი 20 წუთი ძალიან კარგი იყო. შოტლანდიამ გვაჩვენა პატივისცემა და, ალბათ, ეს კიდევ უფრო გამოავლინა მას შემდეგ, რაც პირველი ორი გოლები გავიტანეთ.
პირველი ნაბიჯი გადავდგით და ვეცდებით მის განვითარებას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შტუტგარტში უნგრეთს მოვიგოთ.
ხვალ ფეხბურთელებს დავასვენებ, კვირას კი სამზადისს დავიწყებთ“, - ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში გერმანიის ნაკრები შტუტგარტში უნგრეთის ნაკრებს შეხვდება, ეს თამაში 19 ივნისს გაიმართება.