ფეხბურთი

0:19 | 15.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი: „100 პროცენტით მზად ვართ და ვიბრძოლებთ“

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა დღევანდელი ვარჯიშის დაწყების წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

„გუნდში საბრძოლო განწყობაა. ვემზადებით სრული შემართებით სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის. ჩემი აზრით, რთული იქნება, თუმცა არა შეუძლებელი. კარგი მატჩები გველის. 100 პროცენტით მზად ვართ და ვიბრძოლებთ.

ფეხბურთია და თამაში ნებისმიერ გუნდთან შეიძლება. თურქეთთან რთული მატჩი გველის. იქნება გარკვეული წნეხი, მეტოქეს დიდი მხარდაჭერა ექნება, თუმცა ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერა არ მოგვაკლდება. მათ გასახარებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ.

დიდი ენერგიით დავიმუხტეთ ღია ვარჯიშზე. ყოველდღიურად, თითოეული ფეხბურთელი დიდი მხარდაჭერას ვგრძნობთ. ვიცით, რომ ქომაგები მთელი გულით გვგულშემატკივრობენ და ჩვენც ვეცდებით, რომ გავახაროთ და გავიდეთ ჯგუფიდან“. - განაცხადა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114885