ფეხბურთი

14:50 | 14.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუმ ევრო 2024-ისთვის მზადყოფნაზე ისაუბრა

პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის მზადყოფნაზე ისაუბრა.

„ვღელავ? მუცელში მუდამ ჩხვლეტას ვგრძნობ და მიხარია, რომ ასეა. თუ ამას არ გრძნობთ, მაშინ დროა დანებდეთ. ვხედავ, რომ გუნდი სრულიად მშვიდია და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.

ვფიქრობ, ეს თაობა იმსახურებს ტურნირის მოგებას და ამას მალე ვიხილავთ. ჩვენ უნდა ვიოცნებოთ, ოცნება კარგია. ამ შეჯიბრისთვის მოვემზადეთ, პირველ მატჩამდე ხუთი დღე დარჩა და დროა კარგად დავიწყოთ“, - ციტირებს რონალდუს სიტყვებს Al Nassr Zone სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები ევრო 2024-ზე პირველ მატჩს 18 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან გამართავს. 22 ივნისს თურქეთს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი საქართველოს.

0.116743