ფეხბურთი

13:38 | 14.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

2023/2024 წლების სეზონის ევროპის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშის სახელი გახდა ცნობილი

ინტერნეტპორტალმა Transfermarkt-მა გამოაქვეყნა იმ მოთამაშეთა სია, რომლებსაც ყველაზე მეტად გაეზარდათ სატრანსფერო ღირებულება 2023/2024 წლების სეზონის ბოლოს.

ყველაზე ფასმომატებული ფეხბურთელი კატალონიური „ბარსელონას" 16 წლის გარემარბი ლამინ იამალი გახდა. ღირებულებით მეორე მოთამაშე გახლავთ ინგლისელი კოულ პალმერი, რომელიც „მანჩესტერ სიტიდან“ „ჩელსიში“ გადავიდა გასულ ზაფხულს.

მესამე კი მადრიდის „რეალის“ ჯუდ ბელინგემია, რომელიც ამავდროულად ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახლავთ.

სეზონის 10 ყველაზე ფასმომატებული ფეხბურთელი:

  1. ლამინ იამალი (ბარსელონა, + 90 მილიონი ევრო) - 90 მილიონი ევრო.

  1. კოულ პალმერი (ჩელსი, + 65 მილიონი ევრო) - 80 მილიონი ევრო.

  1. ჯუდ ბელინგემი (რეალი, + 60 მილიონი ევრო) - 180 მილიონი ევრო.

  1. ვიქტორ დიოკერესი (ლისაბონის სპორტინგი, + 52 მილიონი ევრო) - 65 მილიონი ევრო.

  1. კობი მაინუ (მანჩესტერ იუნაიტედი, + 49 მილიონი ევრო) - 50 მილიონი ევრო.

  1. ჟოაო ნევეში (ბენფიკა, + 45 მილიონი ევრო) – 55 მილიონი ევრო.

  1. ფლორიან ვირცი (ბაიერი, + 45 მილიონი ევრო) - 130 მილიონი ევრო.

  1. სავიო (ჟირონა, + 45 მილიონი ევრო) - 50 მილიონი ევრო.

  1. ჯოშუა ზირკზეე (ბოლონია, + 41 მილიონი ევრო) - 50 მილიონი ევრო.

  1. უორენ ზაირ-ემერი (პსჟ, + 40 მილიონი ევრო) – 60 მილიონი ევრო.
0.116426