ფეხბურთი

0:02 | 14.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები 24 ფეხბურთელით ვარჯიშობს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო თამაშისთვის კვლავ ფელბერტში ემზადება.

13 ივნისს, ჩვენმა გუნდმა IMS არენას საწვრთნელ ბაზაზე 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. გუნდთან ერთად არ უვარჯიშია ოთარ კიტეიშვილს, ხოლო სოლომონ კვერკველია კვლავ ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მზადებას.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113895