ფეხბურთი

22:39 | 13.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდის" მწვრთნელად სავარაუდოდ ნური შაჰინი დაინიშნება

დორტმუნდის „ბორუსიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი სავარაუდოდ ნური შაჰინი გახდება, რომელიც ედინ ტერზიჩს შეცვლის.

თურქს აქამდე მთავარ მწვრთნელად 2021-2023 წლებში „ანტალიასპორში“ აქვს ნამუშევარი, ხოლო 2023 წლიდან „დორტმუნდში“ ტერზიჩის ასისტენტი იყო. ის „ბორუსიას“ კარგად იცნობს, სადაც 2005-2011, 2013-2018 წლებში თამაშობდა.

შაჰინის საფეხბურთო კარიერაში ასევე იყო „ფეიენოორდი“, „რეალი“, „ლივერპული“, „ვერდერი“ და „ანტალიასპორი“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112641