ფეხბურთი

23:32 | 13.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ბრაზილიელი ნახევარმცველით გაძლიერდება

ტურინის „იუვენტუსი“ ახლოსაა ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ნახევარმცველის დუგლას ლუისის ტრანსფერთან.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, ინგლისელები თანახმა არიან ბრაზილიელი ფეხბურთელი „იუვეში“ 20 მილიონ ევროდ გაუშვა და პლუს ამას, სამუელ ილინგ-ჯუნიორი და ვესტონ მაკკენი მიიღონ.

დუგლას ლუისს „იუვენტუსთან“ პირადი კონტრაქტიც შეთანხმებული აქვს. ახლა მხოლოდ ერთი დეტალია დარჩენილი: მაკკენის სურს „იუვედან“ წასვლის დეტალები დააზუსტოს და ამის შემდეგ გარიგება შედგება.

დუგლას ლუისი „ასტონ ვილაში“ 2019 წლიდან თამაშობს და 204 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ჟირონას“, „მანჩესტერ სიტის“ და „ვასკო და გამას“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111224