ფეხბურთი

19:30 | 13.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

თურქი ფეხბურთელი: "საქართველოსთან მატჩი გადამწყვეტია, ჩვენი მიზანი მინიმუმ ნახევარფინალია"

თურქეთის ნაკრების ფეხბურთელმა იუსუფ იაზიჯმა განაცხადა, რომ საქართველოსთან მატჩი მათთვის გადამწყვეტია. მისი თქმით, მიზანი მინიმუმ ნახევარფინალში გასვლაა.

„გვინდა, რომ ევრო 2024 კარგად დავიწყოთ. ტურნირზე პირველი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოსთან თამაში გადამწყვეტია ჩვენი მოტივაციისა და ჯგუფიდან გასასვლელად. ვმუშაობთ, რთულია, მაგრამ იმედია, კარგ შედეგს მივაღწევთ. ჩვენი მიზანია მინიმუმ ნახევარფინალში გასვლა, როგორც 2008 წელს“, - თქვა იაზიჯმა.

გარდა ამისა, კომენტარი ბერტუღ ილდირიმმაც გააკეთა: „ყოველთვის ვგრძნობთ გულშემატკივრების მხარდაჭერას. არ მგონია ტურნირზე გოლების გატანა გაგვიჭირდეს. როგორც თავდამსხმელის, ჩემი მიზანი ყოველთვის გოლის გატანაა“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის მატჩი 18 ივნისს, დორტმუნდში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114391