ფეხბურთი

18:39 | 13.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩში ორი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება

თურქეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩს ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საკადრო პრობლემებით ხვდება.

როგორც თურქული მედია ჰამით ალტინტოპის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, ისმაილ იუკშეკი და ფერდი კადიოღლუ მოედანზე საქართველოსთან მატჩში ვერ გავლენ. ისინი 100%-ით მზად არ არიან.

გარდა ამისა, საეჭვოა ირფან კაჰვეჯის თამაშიც, რომლის საკითხი უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ნაკრებს მოსამზადებელ პერიოდში ტრავმების გამო ენეს იუნალი, ოზან კაბაკი და ჩაღლარ სოიონჯუც გამოაკლდნენ.

საქართველოსა და თურქეთის მატჩი 18 ივნისს, დორტმუნდში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118411