„მილანს“ პაულო ფონსეკა გაუძღვება. ამის შესახებ იტალიური კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.
მხარეებს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და პორტუგალიელი სპეციალისტი სეზონში 3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ფონსეკა ბოლოს „ლილის“ მწვრთნელი იყო, მანამდე კი, არაერთგან იმუშავა, მათ შორის „რომაში“, „შახტარში“, „ბრაგასა“ და „ავეშში“.