ფეხბურთი

15:37 | 13.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: „ემოციები უსაზღვროა, მაგრამ ვცდილობთ გავაკონტროლოთ“

იტალიური „ნაპოლის“ თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხა კითხვას თუ რა ამოცანის წინაშე დგას საქართველოს ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე.

„მაქსიმალური ინტენსივობით ვემზადებით, რადგან ძალიან ცოტა დარჩა ჩვენს ოცნებამდე - საქართველოს ნაკრების პირველ მატჩამდე ევროზე. ემოციები უსაზღვროა, მაგრამ ვცდილობთ გავაკონტროლოთ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმავე განწყობით გავალთ მოედანზე, რომლითაც დავიწყეთ. ჩვენი პირველი მიზანი, როგორც ალბათ ყველა სხვა გუნდისა, ჯგუფური ეტაპის დაძლევაა და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. იმედი მაქვს, ჯგუფის პირველი თამაში თურქეთთან ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება“, - ციტირებს კვარაცხელიას სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119393
სარეკლამო ადგილი - 99
X x X