ნიდერლანდების ნაკრებს ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატზე ბრაიან ბრობიც ვერ დაეხმარება. „აიაქსის“ ფორვარდმა დაზიანება ბოლო ვარჯიშზე მიიღო.
ბრობის ნაცვლად რონალდ კუმანმა „ბოლონიას“ თავდამსხმელი ჯოშუა ზირკზე გამოიძახა, რომელიც თავიდან განაცხადში ვერ მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრებს ტრავმების გამო ბრობიმდე ფრენკი დე იონგი და ტეუნ კუპმაინერსიც გამოაკლდნენ.
ნიდერლანდების ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის, ავსტრიის და პოლონეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.