ლეგენდარული ფეხბურთელი ალესანდრო ნესტა „მონცას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ლომბარდიული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დადასტურდა.
მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ალესანდრომ „მონცაში“ რაფაელე პალადინო შეცვალა, რომელიც კარიერას „ფიორენტინაში“ გააგრძელებს. ის ძალიან კარგად იცნობს ადრიანო გალიანის, რომელიც „მონცას“ გენერალური დირექტორია.
ალესანდრო ნესტას აქამდე „მაიამიში“, „პერუჯაში“, „ფროზინონესა“ და „რეჯანაში“ აქვს ნამუშევარი, სერია A-ში კლუბში კი, მთავარი მწვრთნელის პოსტი პირველად დაიკავა.
გასულ სეზონში ნესტა „რეჯანას“ სერია B-ში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა.