ფეხბურთი

11:45 | 12.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "წარმატების მიღწევა კრიტიკითაა შესაძლებელი"

პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ ირლანდიასთან მატჩის (3:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ისეთივე სიამაყით თამაშობს ნაკრებში, როგორც 20 წლის წინ თამაშობდა.

„მთავარია გუნდმა კარგად ითამაშა და მოიგო, მნიშვნელობა არ აქვს გოლი ვინ გაიტანა. ხორვატიასთან წაგება? წარმატების მიღწევა მხოლოდ კრიტიკითაა შესაძლებელი. პორტუგალიელები ბევრს მოელიან პორტუგალიის ნაკრებისგან, ყოველთვის უნდათ, რომ გავიმარჯვოთ თაობის გამო, ნიჭის გამო, რომელიც ამჟამად გუნდში არსებობს. დამარცხება ყოველთვის ცუდია, მაგრამ სწორედ აქედან მოდის კარგი, რასაც სწავლობ. თუ არ მარცხდები, ვერ სწავლობ. ჩვენ მიწაზე უნდა დავრჩეთ და ევროპის ჩემპიონატზე ვიოცნებოთ.

რა თქმა უნდა, მეც ვოცნებობ, ზუსტად ისე, როგორც ადრე. ნაკრებში თამაში მიყვარს, ჩემი გატაცებაა. ევროპის ჩემპიონატი განსაკუთრებულია, რომელიც ჩემთვის მეექვსეა და რეკორდია, მაგრამ ჩემთვის იგივე ფიქრები და სიამაყეა, როგორც 2004 წელს, პირველ მატჩში. პორტუგალიის ნაკრებში თამაში უკეთეს არაფერია.

ევროპის ჩემპიონატზე დადებითად უნდა ვიფიქროთ, გუნდმა უნდა იოცნებოს ეტაპობრივად, გუნდში ნიჭი არის და ბევრი შრომაა საჭირო, რადგან მხოლოდ ნიჭის წონა არაფერია, თუ შრომა არ არის“, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში 26 ივნისს, გელზენკირხენში, სწორედ პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

0.128261