რომის „ლაციოს“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლუის ალბერტო კარიერას „ალ-დუჰაილში“ გააგრძელებს. ტრანსფერი იტალიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ესპანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ კატარულმა კლუბმა „ლაციოს“ 11 მილიონი ევრო გადაუხადა, რასაც ბონუსის სახით 1 მილიონი ევრო დაემატება.
ლუის ალბერტომ რომის „ლაციოს“ მაისურით 307 მატჩში 52 გოლი გაიტანა და 79 საგოლე პასი მიითვალა. მანამდე ის „სევილიას“, ბარსელონა B-ს“, „ლივერპულის“, „მალაგას“ და „დეპორტივოს“ ღირსებას იცავდა.