ჩოგბურთი

13:00 | 12.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი: "ჯოკოვიჩს თავიდან ისეთ პატივს არ ვცემდი, როგორსაც იმსახურებდა"

ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა დოკუმენტურ ფილმში ნოვაკ ჯოკოვიჩზე ისაუბრა, რომელსაც Amazon Prime Video მომავალ ორშაბათს გამოაქვეყნებს. როგორც შვეიცარიელი აღნიშნავს, თავიდან ჯოკოვიჩს სათანადო პატივს არ სცემდა.

„2006 წელს, როცა მის წინააღმდეგ პირველად ვითამაშე, ნოვაკის ირგვლივ დიდი ეიფორია იყო, მაგრამ მაშინ მან შესაძლებლობებში ბოლომდე ვერ დამარწმუნა. ნოვაკის მიმართ ისეთ პატივისცემას არ ვიჩენდი, როგორსაც იმსახურებდა. მარჯვენა ხელით სასტიკი იყო, მაგრამ მარცხენა ახლოსაც არ იყო იმასთან, რაც დღესაა. თუმცა, უსაზღვროდ გაიზარდა, გახდა ურჩხული მოთამაშე, რომელსაც თავიდან ასე არ აფასებდნენ. ნოვაკს აქვს წარმოუდგენელი ხასიათი და შიმშილის განცდა, მას ყოველთვის უნდა გაიმარჯვოს, რადაც არ უნდა დაუჯდეს“, - თქვა ფედერერმა.

შეგახსენებთ, რომ ATP-ს ტურნირებში როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ერთმანეთს 50-ჯერ დაუპირისპირდნენ და უპირატესობა სერბის მხარესაა - 27 მოგება, 23 წაგება.

0.114933