ფეხბურთი

1:52 | 12.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

მექვაბიშვილი: "თურქეთთან მატჩისთვის 100%-ით მზად ვიქნებით"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ანზორ მექვაბიშვილმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, თურქეთთან მატჩისთვის გუნდი სრულ მზადყოფნაში იქნება.

„ევროპის ჩემპიონატი გუნდისთვის და მთელი ქვეყნისთვის ახალი გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, ყველა ფეხბურთელი ცდილობს, მაქსიმალურად ფოკუსირებული იყოს თითოეულ დეტალზე, რომ კარგად წარმოვაჩინოთ თავი.

21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მთელმა ქვეყანამ ნახა, რომ სწორი მიდგომით ყველა ნაკრებთან შეიძლება კარგად თამაში და მოგებაზე ფიქრი. ეს გამოცდილება წაგვადგება ყველას. ეროვნულ ნაკრებში ბევრი ფეხბურთელია, ვინც 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

მონტენეგროსთან ამხანაგური თამაში მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ გვენახა, თუ რა ეტაპზე ვართ ახლა. ვფიქრობ, რომ დარჩენილ ერთ კვირაში გუნდი 100%-ით მზად იქნება თურქეთთან თამაშისთვის“, - თქვა მექვაბიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113071