ფეხბურთი

0:46 | 12.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს დუბლი, პორტუგალიამ ირლანდიას მოუგო

პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო, მესამე ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

რობერტო მარტინესის გუნდმა ავეირუში ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლა, რომელიც 3:0 დაამარცხა. ანგარიში მე-18 წუთზე ჟოაო ფელიქსმა გახსნა, ხოლო მეორე ტაიმი კრიშტიანუ რონალდუს ბენეფისი იყო.

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა, რითაც ეროვნულ ნაკრებში 129-ე და 130-ე გოლები გაიტანა... წარმოუდგენელი სტატისტიკაა, მაგრამ რონალდუ გაჩერებას არ აპირებს.

პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს მესამე ტურში, 26 ივნისს, გელზენკირხენში დაუპირისპირდება.

0.137334