ფეხბურთი

12:53 | 11.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსის“ მეკარე შჩესნი „ალ-ნასრში“ გადასვლას დათანხმდა

საუდურმა „ალ-ნასრმა“ „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნისთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია - გვამცნობს The Athletic.

პოლონელმა მეკარემ მიიღო „ალ-ნასრის“ შეთავაზება, რომელის მიხედვითაც მისი ჯამაგირი წელიწადში 10 მილიონი ევრო იქნება. ახლა საუდურ კლუბს „იუვენტუსთან“ შეთანხმება დარჩა. ამ შემთხვევაში ფეხბურთელის ტრანსფერი სრულად დასრულდება.

34 წლის შჩესნი „იუვენტუსში“ 2017 წლიდან თამაშობს. პოლონელმა ტურინულ გუნდთან ერთად სამი სკუდეტო, ასევე ორჯერ - იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოიგო.

0.113569