ფეხბურთი

0:51 | 11.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთი ევრო 2024-მდე პოლონეთთან დამარცხდა

თურქეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატამდე და საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე, ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ვარშავაში, პოლონეთის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა.

პოლონეთი მე-12 წუთზე კაროლ სვიდერსკიმ დააწინაურა. სხვათა შორის, მან გოლის აღნიშვნის მომენტში ფეხი იტკინა და მოედანი დატოვა, ჯერ გაურკვეველია ტრავმის ხარისხი, რომელიც ნამდვილად წარმოუდგენელ ვითარებაში მიიღო.

პირველივე ტაიმში პოლონეთის ნაკრებს რობერტ ლევანდოვსკიც დაუშავდა, ისიც შეცვალეს, მაგრამ დაზიანების სიმძიმე უცნობია. აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ წინა ამხანაგურ მატჩში პოლონეთს არეკ მილიკი დაუშავდა, რომელსაც ოპერაცია გაუკეთეს და ის ნამდვილად ვერ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. სხვათა შორის, სამივე ტრავმირებული თავდამსხმელია...

თურქეთის ნაკრებმა, რომელმაც საკმაოდ უფერული შთაბეჭდილება დატოვა, ანგარიში 77-ე წუთზე ბარიშ ილმაზის გოლით გაათანაბრა. თუმცა, ვინჩენცო მონტელას გუნდი მაინც დამარცხდა, რადგან 90-ე წუთზე ნიკოლა ჟალევსკიმ პოლონეთს 2:1 მოაგებინა.

თურქეთის ნაკრებს 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, ბოლოს ნოემბერში გაიმარჯვა გერმანიასთან სპარინგში.

საქართველოსა და თურქეთის ნაკრებთა მატჩი 18 ივნისს, დორტმუნდში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117894