მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა მადრიდის „რეალში“ კილიან მბაპეს ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
როგორც ის ფიქრობს, ეს ტრანსფერი ფეხბურთის კუბოში ერთ-ერთი ლურსმანია:
„ყოველთვის შეიძლება ფულისადმი უფრო ხარბი გახდე, მაგრამ ყველა, ვინც მსგავს სიხარბეს იჩენს, თანდათან ფეხბურთის კუბოში ლურსმანი ხდება“, - განაცხადა ებერლმა.