ფეხბურთი

19:56 | 9.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ალ-ნასრი" შჩესნის პასუხს ელოდება

„ალ-ნასრს“ ტურინის „იუვენტუსის“ და პოლონეთის ნაკრების მეკარის, ვოიცეხ შჩესნის დამატება სურს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, არაბული კლუბი უახლოეს დღეებში პოლონელისგან პასუხს ელოდება. „ალ-ნასრი“ ვოიცეხს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს, სეზონში 15 მილიონი ევროს ანაზღაურებით.

შჩესნის „იუვესთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს და მისი სურვილი ტურინში დარჩენაა, სადაც თავს კარგად გრძნობს. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ შჩესნიმ თქვა, რომ არაბეთში არ წავიდოდა, რადგან ისედაც ბევრი ფული ჰქონდა. თუმცა, „ბებერ ქალბატონში“ გადაწყვეტილია მიკელე დი გრეგორიოს ტრანსფერი, რომელსაც ახალი სეზონიდან გუნდში პირველ მეკარედ განიხილავენ, რის გამოც შეიძლება შჩესნიმ აზრი შეიცვალოს და გუნდი დატოვოს.

„იუვენტუსში“ მეორე მეკარის, მატია პერინის მომავალიც გაურკვეველია, რომელსაც ისეთ კლუბში გადასვლა სურს, სადაც პირველი ნომერი იქნება. იტალიური მედია წერს, რომ პერინით „პარმა“ და „ფიორენტინა“ ინტერესდებიან.

ვოიცეხ შჩესნი „იუვენტუსში“ 2017 წლიდან თამაშობს და 252 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. მანამდე ის „რომას“, „ბრენტფორდის“ და „არსენალის“ ღირსებას იცავდა.

0.115013