ფეხბურთი

19:10 | 9.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" პორტუგალიელ ფეხბურთელს 45 მილიონ ევროდ იმატებს

მიუნხენის „ბაიერნი“ ლონდონის „ფულჰემისა“ და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველის, ჟოაო პალინიას ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა.

გერმანული მედიის ცნობით, 28 წლის ნახევარმცველში გერმანელები 45 მილიონ ევროს გადაიხდიან. ის ვენსან კომპანის მწვრთნელობისას მიუნხენურ გრანდში პირველი ახალწვეული იქნება.

პალინიამ „ფულჰემში“ ბოლო ორ სეზონში 79 მატჩში 8 გოლი გაიტანა. მანამდე ის „სპორტინგის“, „მორეირენსეს“, „ბელენენსეშის“ და „ბრაგას“ ღირსებას იცავდა, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში 27 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112988