ფეხბურთი

16:13 | 9.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

დანაკლისი ჩეხეთის ნაკრებში: 25 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ველოსიპედზე მიიღო

ჩეხეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ 25 წლის ნახევარმცველი მიხალ სადილეკი მოისაკლისა.

ენსხედეს „ტვენტეს“ ფეხბურთელმა ტრავმა ველოსიპედზე მიიღო, რადგან დაეცა და ფეხის დაზიანება მიიღო. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ტრავმა სერიოზულია და ევროპის ჩემპიონატზე ის ვერ ითამაშებს.

„ჩვენთვის ეს დიდი დანაკლისია, რადგან ერთ-ერთი გამოცდილი ფეხბურთელია. მთელი გუნდის სახელით მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას, გამოვიძახოთ თუ არა სხვა ფეხბურთელი“, - თქვა ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა.

მიხალ სადილეკს ჩეხეთის ნაკრებში 24 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლი გაიტანა. საქართველო ჩეხეთს 22 ივნისს, ჰამბურგში დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111664