ფეხბურთი

15:26 | 9.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" ესპანელ მცველს შეუთანხმდა

მადრიდის „ატლეტიკოდან“ „ნაპოლი“ დიდი ალბათობით მარიო ერმოსოს დაიმატებს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

ესპანელ ფეხბურთელს 30 ივნისს „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება. შესაბამისად, ნეაპოლელები მას უფასოდ დაიმატებენ.

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელთან შეთანხმება მიღწეულია 3-წლიან კონტრაქტზე, რომლის თანახმად ის სეზონში 3 მილიონ ევროს მიიღებს.

მარიო ერმოსო „ატლეტიკოში“ 2019 წლიდან თამაშობს და 174 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ესპანიოლსა“ და „ვალიადოლიდში“ ირჯებოდა, ხოლო კარიერა „რეალის“ აკადემიაში დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113994