ფეხბურთი

14:41 | 9.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციოს" მწვრთნელად მარკო ბარონი დაინიშნა

რომის „ლაციოს“ მთავარ მწვრთნელად მარკო ბარონი დაინიშნა. ეს ინფორმაცია იტალიური კლუბის პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ ოფიციალურად დაადასტურა.

ბარონი ბოლოს „ვერონაში“ მუშაობდა, რომელსაც სერია A-ში ადგილი შეანარჩუნებინა, ხოლო მანამდე იგივე „ლეჩესთან“ ერთად გააკეთა. მას არაერთ გუნდში აქვს ნამუშევარი.

ბარონიმ იგორ ტუდორი შეცვალა, რომელმაც კლუბის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობის გამო თანამდებობა დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10651