ფეხბურთი

20:24 | 8.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "მონტენეგროსთან უნდა ვაჩვენოთ ის თამაში, რაც ევრო 2024-ზე გვინდა გვქონდეს"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიული შეკრება შეაფასა, რომელიც დასრულდა. ასევე ისაუბრა მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩზეც.

"ავსტრიის მოსამზადებელი ეტაპი ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. არ ვართ შეჩვეულები ეროვნულ ნაკრებში დიდ მოსამზადებელ პერიოდებს. ვფიქრობ, რომ ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენეთ. კარგ ფორმაში ვართ და ვემზადებით მონტენეგროსთან ამხანაგური თამაშისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება ჩვენთვის. კარგი თამაშის ჩვენებაა საჭირო, რომ თავდაჯერება კიდევ უფრო ავიმაღლოთ. ამხანაგური შეხვედრა იქნება გენერალური რეპეტიცია ჩვენთვის. უნდა ვაჩვენოთ ის თამაში, რომელიც გვინდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გვქონდეს და ის ხარისხი, რაზეც ავსტრიულ შეკრებაზე ვმუშაობდით", - თქვა კიტეიშვილმა.

მონტენეგროს და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117001