ფეხბურთი

20:00 | 8.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "გვინდა, რომ ამ თამაშმა მეტი თავდაჯერება მოგვცეს"

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მონტენეგროს ნაკრებთან მატჩამდე ისაუბრა. მან შეაფასა ავსტრიული შეკრებაც და აღნიშნა, რომ ჯერ ყველა ფეხბურთელი საუკეთესო ფორმაში არაა.

აღსანიშნავია, რომ დასრულდ აავსტრიული შეკრება, სადაც გუნდმა ბოლოჯერ დღეს ივარჯიშა და შემდეგ პოდგორიცაში გაემგზავრა, სადაც ხვალ ტესტ-მატჩს ჩაატარებს.

"ფეხბურთის ფედერაციამ შესანიშნავი შეკრების ორგანიზება მოახერხა. გვქონდა შესაძლებლობა გვემუშავა ისე, როგორც ჩვენ გვსურდა. მონტენეგროსთან მატჩი ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო შეხვედრაა. გვინდა, რომ ამ თამაშმა მეტი თავდაჯერება მოგვცეს. თუმცა, ვიცით, რომ ჯერ 100 პროცენტით მზად არ ვართ. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც საუკეთესო ფორმაში ამ ეტაპზე არ არიან.

შეკრებაზე 26 ფეხბურთელის წაყვანის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო. საქართველო აქამდე არასდროს ყოფილა ასეთ ტურნირზე. ვერ შევძლებდი შეკრებაზე 30 ფეხბურთელის წაყვანას და ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე 4 მოთამაშისთვის ოცნების წართმევას. მართალია, კვირკველიას მცირე პრობლემები აქვს, თუმცა ის ინდივიდუალურად ემზადება და ტურნირისთვის მზად იქნება. გიორგი გველესიანი ბოლო პერიოდში შემოგვიერთდა, ჯერ არ უთამაშია, თუმცა მონტენეგროში თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა", - თქვა სანიოლმა.

მონტენეგროს და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116257