ჩოგბურთი

0:18 | 8.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრ ზვერევი როლან გაროსის ფინალშია

როლან გაროსის ნახევარფინალში ალექსანდრ ზვერევმა კასპერ რუუდი დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ნორვეგიელმა ჩოგბურთელმა შეხვედრა კარგად დაიწყო და პირველი სეტი 6:2 მოიგო, თუმცა, ამის შემდეგ ზვერევმა მეტოქეს შანსი არ მისცა, სამივე სეტში აჯობა და გერმანელმა 2:6, 6:2, 6:4, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 38 წუთს გაგრძელდა.

ალექსანდრ ზვერევი როლან გაროსის ფინალში 9 ივნისს, ესპანელ კარლოს ალკარასს შეხვდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში იტალიელი იანიკ სინერს აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119231