ფეხბურთი

21:59 | 6.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საუთგეიტმა ევრო 2024-სთვის ინგლისის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა დაასახელა

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო, 26-კაციანი განაცხადი დაასახელა. თავდაპირველად მას გუნდში შეკრებაზე 33 მოთამაშე ჰყავდა, შესაბამისად, 7 მათგანი სახლში გაუშვა, მათ შორის ჯერ გრილიში.

საუთგეიტმა გაფართოებული განაცხადიდან საბოლოო შემადგენლობაში არ შეიყვანა ჯეიმს ტრაფორდი, ჯარელ ქუანსა, კერტის ჯონსი, ჯეიმს მედისონი, ჯეკ გრილიში, კარად ბრანთვაითი და ჰარი მაგუიერი. ამ უკანასკნელის შემთხვევაში მიზეზი ტრავმაცაა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი წარმომადგენელი ინგლისის ნაკრებში ევროპიპის ჩემპიონატზე "კრისტალ პალასს" ეყოლება - 4.

მეკარეები: დინ ჰენდერსონი (კრისტალ პალასი), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), აარონ რამსდეილი (არსენალი)

მცველები: ლუის დანკი (ბრაიტონი), ჯო გომესი (ლივერპული), მარკ გუეჰი (კრისტალ პალასი), ეზრი კონსა (ასტონ ვილა), ლუკ შოუ (მანჩესტერი), ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი), კირან ტრიპიერი (ნიუკასლი), კაილი უოკერი (მანჩესტერ სიტი), ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული)

ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი (რეალი), კონორ გალაჰერი (ჩელსი), კობი მეინო (მანჩესტერი), დეკლან რაისი (არსენალი), ადამ უორთონი (კრისტალ პალასი)

თავდამსხმელები: ჯარედ ბოუენი (ვესტ ჰემი), ებერეჩი ეზე (კრისტალ პალასი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ენტონი გორდონი (ნიუკასლი), ჰარი კეინი (ბაიერნი), კოულ პალმერი (ჩელსი), ბუკაიო საკა (არსენალი), ივან ტოუნი (ბრენტფორდი), ოლი უოტკინსი (ასტონ ვილა)

ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დანიის, სლოვენიისა და სერბეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122997