იტალიური „მონცას“ მთავარ მწვრთნელად ალესანდრო ნესტას დანიშნავენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
კლუბის გენერალურმა დირექტორმა არჩევანი ნესტაზე შეაჩერა, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს. 48 წლის სპეციალისტმა რაფაელე პალადინო უნდა შეცვალოს, რომელიც „ფიორენტინას“ მწვრთნელად დაინიშნა.
ალესანდრო ნესტას აქამდე „მაიამიში“, „პერუჯაში“, „ფროზინონესა“ და „რეჯანაში“ აქვს ნამუშევარი, სერია A-ში კლუბში კი, მთავარი მწვრთნელის პოსტს პირველად დაიკავებს.
გასულ სეზონში ნესტა „რეჯანას“ სერია B-ში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა.