ფეხბურთი

13:24 | 6.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ურუგვაიმ მექსიკა დარვინ ნუნიესის ჰეთ-თრიქით დაამარცხა

თბილისის დროით 5-6 ივნისის ღამეს, დენვერში, ამხანაგურ მატჩში ურუგვაის ნაკრებმა მექსიკა დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

მატჩის მეშვიდე წუთზე პირველი გოლი „ლივერპულის“ თავდამსხმელმა დარვინ ნუნიესმა გაიტანა. 26-ზე ესპანური „გრანადას“ ფორვაედმა ფაკუნდო პელისტრიმ მეორედ აიღო მექსიკელთა კარი. 44-ე წუთზე ნუნიესმა დუბლი შეასრულა, 49-ზე კი ჰეთ-თრიქი.

შეგახსენებთ, რომ მოახლოებულ „კოპა ამერიკაზე,“ რომელიც აშშ-ში გაიმართება 21 ივნისიდან 15 ივლისამდე, ურუგვაელები C ჯგუფში მოხვდნენ მასპინძელი აშშ-ის, პანამისა და ბოლივიის ეროვნულ გუნდებთან ერთად.

მექსიკელები კი B ჯგუფში: ეკვადორს, ვენესუელასა და იამაიკას დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102214