ფეხბურთი

11:52 | 6.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ერლინგ ჰოლანდს ნორვეგიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირობამდე 3 გოლი აკლია

გუშინ, 5 ივნისს, ნორვეგიის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში კოსოვოს ეროვნული გუნდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

ნორვეგიელთა შემტევმა, ერლინგ ჰოლანდმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. ამგვარად, 23 წლის ფეხბურთელმა 32 მატჩში 30 გოლი გაიტანა და ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირად გახდომამდე 3 გოლი აკლია.

ამჟამად ნორვეგიის ნაკრების გოლების რეკორდი იერგენ იუვეს ეკუთვნის, რომელიც ნაკრებში 1928 წლიდან 1937 წლამდე თამაშობდა და 45 მატჩში 33 გოლი გაიტანა.

ჰოლანდის დებიუტი ნორვეგიელთა ძირითად გუნდში 2019 წლის სექტემბერში, 19 წლის ასაკში, მალტის ნაკრებთან მატჩში (2:0) შედგა.

0.124524