მადრიდის „რეალის" 38 წლის ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) წერს.
წყაროს ინფორმაციით, შეთანხმება უკვე დასრულებულია და ხორვატი ფეხბურთელი კლუბში კიდევ ერთ წელს გაატარებს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოდრიჩმა უარყო სხვა კლუბების შეთავაზებები მადრიდში დარჩენისთვის.
ხორვატი ფეხბურთელი მადრიდის „რეალში" 2012 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მოდრიჩმა ყველა შეჯიბრში 46 მატჩში მიიღო მონაწილეობა რომელებშიც ორი ბურთი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.