ფეხბურთი

1:32 | 6.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთმა ლუქსემბურგს აჯობა, ესპანეთმა - ანდორას

ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებები ამხანაგური მატჩების ჩატარებას აგრძელებენ. ამჯერად საქმეში ტურნირის ორი ფავორიტი, საფრანგეთი და ესპანეთი ჩაერთნენ, რომლებმაც ადვილად გაიმარჯვეს.

საფრანგეთის ნაკრებმა მეცში ლუქსემბურგს უმასპინძლა და 3:0 გაიმარჯვა. პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში რანდალ კოლო მუანიმ გახსნა, ხოლო მეორე ნახევარში ჯონათან კლაუსმა და კილიან მბაპემ გაიტანეს. შედეგად, „მამლებმა“ ადვილად მოიგეს.

ესპანეთის ნაკრებმა ბადახოსში ანდორას ნაკრებს უმასპინძლა, რომელიც 5:0 გაანადგურა. თუმცა, „ფურია როხა“ პირველ ტაიმში ერთადერთ გოლს დასჯერდა, რომელიც აიოზე პერესის აქტივშია. მეორე ნახევარი უკვე მიკელ ოიარსაბალის ბენეფისი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. საბოლოო ანგარიში ფერან ტორესის გოლით დაფიქსირდა.

ბრიუსელში, ბელგიის ნაკრებმა მონტენეგროს უმასპინძლა, რომელიც კევინ დე ბრუინის და ლეანდრო ტროსარის გოლებით 2:0 დაამარცხა. მოგეხსენებათ, 9 ივნისს, მონტენეგროს საქართველოს ნაკრები გაეჯიბრება.

დანიის ნაკრებმა სკანდინავიურ დერბიში შვედეთს 2:1 აჯობა. გადამწყვეტი გოლი 86-ე წუთზე კრისტიან ერიკსენმა გაიტანა. მოიგო ფრანჩესკო კალცონას სლოვაკეთმა, რომელმაც სან მარინო 4:0 გაანადგურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114444