ფეხბურთი

17:10 | 5.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

UEFA: "როგორ ითამაშებს დებიუტანტი საქართველო?"

უეფას ვებგვერდზე ევროპის ჩემპიონატის წინ სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც 6 მთავარი შეკითხვაა დასმული.

ერთ-ერთი საქართველოს ნაკრებს ეხება: „როგორ იასპარეზებს დებიუტანტი საქართველოს ნაკრები?“. უეფას ვებგვერდზე წერია:

„თბილისში და მის ფარგლებს მიღმა იყო ზეიმის სცენები, როდესაც საქართველო პირველად გავიდა დიდ ტურნირზე, მას შემდეგ, რაც მარტში პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. ეს ერთადერთი გუნდია, რომელიც გერმანიაში დებიუტანტი იქნება და უდავოდ ეცდება, ყოველი წამით დატკბეს.

საქართველო რთულ ჯგუფში ითამაშებს, მაგრამ მხოლოდ მონაწილეობით არ დაკმაყოფილდება. „ჩვენ ვართ ველური ბარათი, რომელიც შეუმჩნევლად ჩადის ამ ტურნირზე“, - ამბობს ვილი სანიოლი: „რა თქმა უნდა, პორტუგალიას, ჩეხეთს და თურქეთს არაფერს დავუთმობთ და ყველაფერს გავიღებთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდი), ჩეხეთისა (22 ივნისი, ჰამბურგი) და პორტუგალიის (26 ივნისი, გელზენკირხენი) წინააღმდეგ ითამაშებს.

ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატამდე 9 ივნისს, პოდგორიცაში, მონტენეგროს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114996