ფეხბურთი

17:47 | 5.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძით კიდევ ერთი ფრანგული კლუბია დაინტერესებული

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შეძენა არა მხოლოდ „მონაკოს“ და „ლიონს“, არამედ „რენსაც“ სურს.

როგორც ჟურნალისტი მოჰამედ ტუბაშერი იტყობინება, „რენი“ დაინტერესებულია 23 წლის ქართველით.

„მეცი“, რომელმაც მიქაუტაძის სატრანსფერო უფლებები გამოისყიდა, გიორგის 20 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ „რენი“ ფასის დაკლების მიზნით ფრანგული კლუბისთვის თურქი თავდამსხმელის ბერტუღ ილდირიმის შეთავაზებასაც აპირებს.

ჯერჯერობით, კონკრეტული არაფერია, ძალიან მცირე შანსია იმისა, რომ მიქაუტაძე „მეცში“ დარჩეს.

ქართველმა ფეხბურთელმა ფრანგულ კლუბში ჩატარებულ 22 მატჩში 2023-2024 წლების სეზონში 22 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.359798