ფეხბურთი

16:05 | 5.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

Il Mattino: "ნაპოლიში" აშინებთ ის ფაქტი, რომ კვარაცხელიას პსჟ-სთან შეთანხმება აქვს

„ნაპოლიში“ ანტონიო კონტე ოფიციალურად დაინიშნა, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება სურს, მაგრამ კლუბში ერთი გარემოება აშფოთებთ.

როგორც Il mattino წერს, რომ „ნაპოლისთვის“ კვარა ხელშეუხებელ ფეხბურთელებშია, მაგრამ ვინაიდან მის აგენტს „პარი სენ-ჟერმენთან“ შეთანხმება მიღწეული აქვს, ეს ფაქტი იტალიური კლუბის მენეჯერებს აშინებთ, რომ ხვიჩას ახალ კონტრაქტზე ვერ დაითანხმებენ.

სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა აგრძელებს მუშაობას, რომ ქართველ ფეხბურთელს ხელშეკრულება გაუხანგრძლივოს და ხელფასიც დაახლოებით 5 მილიონ ევრომდე გაუზარდოს. ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიას პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკეც კი, პირადად ესაუბრა.

შეგახსნებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მან იტალიური კლუბის მაისურით დღემდე ჩატარებულ 88 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11509