ფეხბურთი

12:50 | 5.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" იჯარით რომელუ ლუკაკუს დამატება სურს

რომელუ ლუკაკუმ შესაძლოა, კარიერა „მილანში“ გააგრძელოს. Sky Sport-ის ცნობით, „როსონერის“ ხელმძღვანელობამ „ჩელსის“ ბელგიელის იჯარაზე მიმართა.

„მილანი“ ოლივიე ჟირუს შემცვლელს ეძებს, რომელმაც გუნდი დატოვა და ლუკაკუს დამატების იდეაც გაუჩნდათ. ბელგიელ ფორვარდს „ნაპოლიც“ იწვევს, ასე რომ, მილანელებს კონკურენცია ანტონიო კონტეს გუნდთან მოუწევთ.

ლუკაკუმ ბოლო სეზონი იჯარით „რომაში“ გაატარა, სადაც 47 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა. რომელუს სამი სეზონი „ინტერში“ აქვს ნათამაშები. გარდა ამისა, „ანდერლეხტის“, „ჩელსის“, „ევერტონის“, „ვესტ ბრომვიჩის“ და „მანჩესტერის“ წევრიც იყო.

0.117955