ფეხბურთი

1:20 | 5.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთის ნაკრები იტალიის ნაკრებს უგოლოდ დაუზავდა

თურქეთის ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეა, პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და იტალიას დაუზავდა - 0:0.

ბოლონიაში გამართული შეხვედრა ძალიან მოსაწყენი გამოდგა, ორივე გუნდმა თითზე ჩამოსათვლელი მომენტი შექმნა. ყველაზე რეალური შანსი პირველ ტაიმში ბრაიან კრისტანტეს ჰქონდა, რომლის თავური დარტყმა ძელს მოხვდა.

საბოლოოდ, ნულოვანი ფრე სრულიად ლოგიკური და სამართლიანი შედეგია. თურქეთის ნაკრებს მცველი, ოზან კაბაკი დაუშავდა, რომელიც მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

თურქეთის ნაკრები საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე კიდევ ერთ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს, 10 ივნისს, სტუმრად პოლონეთის ნაკრებს გაეჯიბრება.

0.123579