ფეხბურთი

20:20 | 4.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

L'Equipe: ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიასთან ისაუბრა

ცნობილი ფრანგული გამოცემა L’Equipe იტყობინება, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას ესაუბრა.

მხარეებს შორის დიალოგი შედგა და პარიზელები ეცდებიან „ნაპოლისთან“ ტრანსფერზე შეთანხმების მიღწევას, რაც რთული იქნება, რადგან იტალიელები კვარას გაყიდვაზე უარს ამბობენ, მით უფრო, რომ ანტონიო კონტემ მისი შენარჩუნება მოითხოვა.

„ახლა ვიცით, რომ ხვიჩა კვარაცხელია ლუის ენრიკეს და ლუის კამპოსის პრიორიტეტია შეტევის მარცხენა ფლანგზე, მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებები რთული იქნება. ქართველმა პარიზელებთან მისი მხრიდან შეთანხმებას უკვე მიაღწია“, - წერს L’Equipe.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ 2022 წლიდან 88 მატჩში ითამაშა, 25 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი მიითვალა. მას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.111812