ფეხბურთი

18:48 | 4.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ინტერის" ახალი პრეზიდენტი ჯუზეპე მაროტა გახდა

მილანის „ინტერის“ პრეზიდენტად ჯუზეპე მაროტა დანიშნეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

მაროტა პრეზიდენტის თანამდებობაზე კომპანია Oaktree-მ დაამტკიცა, რომელიც „ნერაძურის“ ახალი მფლობელია. ის პარალელურად კლუბში გენერალური დირექტორის თანამდებობაზეც გააგრძელებს მუშაობას.

ჯუზეპე მაროტა „ინტერის“ გენერალური დირექტორი 2018 წლიდანაა, ამიერიდან კი, კიდევ უფრო დიდი როლი დააკისრეს.

მანამდე ჯუზეპე მაროტა 8 წლის განმავლობაში ტურინის „იუვენტუსის“ გენერალური დირექტორი იყო. ასევე მუშაობდა „ვენეციასა“ და გენუის „სამპდორიაში“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116063