ფეხბურთი

19:22 | 3.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრების ბაზაზე ლეგენდებს უმასპინძლეს

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის ინიციატივით დღეს, ფლორენციაში კოვერჩანოს საწვრთნელ ბაზას ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელები ესტუმრნენ.

სპალეტიმ ალესანდრო დელ პიერო, ფრანჩესკო ტოტი, რობერტო ბაჯო, ჯანი რივერა და ჯანკარლო ანტონიო დაპატიჟა, რომლებიც ფეხბურთელებს შეხვდნენ.

სპალეტის მიზანი ნათელია: მას სურს, რომ ფეხბურთელებში მოტივაცია აამაღლოს ევროპის ჩემპიონატის წინ. როგორც ლუჩანომ აღნიშნა, ყველას სჭირდება ლეგენდა, რომელსაც მიბაძავს და შეიძლება იტალიის ნაკრების მაისურის ჩაცმა შიშს იწვევს, მაგრამ ეს მაისური ყველაზე მეტად მეტოქეებს აშინებთ.

ფეხბურთელებს მიმართეს და რჩევები მისცეს ბაჯომ, ტოტიმ, დელ პიერომ, რივერამ და ანტონიონიმ. მათ სიმბოლურად იტალიის ნაკრების 20-ნომრიანი მაისურები გადასცეს.

„ფანტასტიკური ხუთეული“ ასე ეწოდა დღევანდელ ვიზიტს. იტალიის ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე ალბანეთის, ესპანეთის და ხორვატიის ნაკრებებს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120979