ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელად ენცო მარესკა დაინიშნა. ინფორმაცია ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
მარესკამ მაურისიო პოჩეტინო შეცვალა, რომელიც ორი კვირის წინ დაითხოვეს. მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. მარესკა „ჩელსიში“ მე-7 იტალიელი მწვრთნელია ჯანლუკა ვიალის, კლაუდიო რანიერის, კარლო ანჩელოტის, რობერტო დი მატეოს, ანტონიო კონტესა და მაურიციო სარის შემდეგ.
ენცო მარესკა გასულ სეზონში „ლესტერს“ ხელმძღვანელობდა, რომელიც ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადაიყვანა. მანამდე იტალიელი „პარმას“ ედგა სათავეში, ხოლო კარიერა „მანჩესტერ სიტიში“, პეპ გვარდიოლას შტაბში დაიწყო.