ფეხბურთი

16:08 | 3.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე "გალათასარაის" დაუკავშირეს

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სტამბოლის „გალათასარაის“ დაუკავშირეს.

თურქული მედიის ცნობით, „გალათასარაი“ შესაძლოა მაურო იკარდიმ დატოვოს და „ლომებიც“ მის შემცვლელს ეძებენ. სიაში მიქაუტაძეცაა, რომელსაც „მეცი“ 20 მილიონ ევროდ აფასებს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

გიორგით ფრანგული კლუბებიც ინტერესდებიან, ყველაზე აქტიურად „მონაკოს“ და „ლიონის“ შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. „მეცი“ ლიგა 2-ში დაქვეითდა და ძალიან მცირე შანსია იმისა, რომ ქართველი გუნდში დარჩეს.

„მეცის“ მაისურით მიქაუტაძემ ახლახან დასრულებულ სეზონში 22 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117689