ფეხბურთი

15:38 | 2.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" კილიან მბაპეს ტრანსფერს მომდევნო კვირაში ოფიციალურად დაადასტურებს

მადრიდის „რეალში“ კილიან მბაპეს ტრანსფერი გადაწყვეტილია. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო წერს.

როგორც ცნობილი ინსაიდერი იტყობინება, ყველა დოკუმენტი შევსებული, დალუქული და ხელმოწერილია. შედეგად, „რეალი“ მბაპეს ტრანსფერს მომდევნო კვირაში ოფიციალურად დაადასტურებს.

კილიანმა გადაწყვეტილება ჯერ კიდევ თებერვალში მიიღო და უკვე შეიძლება ჩაითვალოს „რეალის“ ახალი ფეხბურთელად, რომელსაც თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ხელფასის დეტალებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ სავარაუდოდ, ფრანგი სეზონში 15-20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო ხელშეკრულება ძალაში 2029 წლის 30 ივნისამდე იქნება.

კილიან მბაპემ კარიერა „მონაკოში“ დაიწყო, „პარი სენ-ჟერმენის“ ისტორიაში კი, 256 გოლით (308 მატჩში) საუკეთესო ბომბარდირია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11508