სხვა

12:45 | 2.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

UFC 302: მახაჩევის ზედიზედ მესამე ქამარი და მახრჩობელა ილეთით დამარცხებული პორიე

UFC-ის 302-ე ღონისძიების მთავარი ბრძოლა ისლამ მახაჩევმა მოიგო. ნიუ ჯერსიში გამართულ ღონისძიებაზე მსუბუქი წონის ჩემპიონმა დასტინ პორიე ხუთ რაუნდიან დაპირისპირებაში დაამარცხა, რომელსაც მახრჩობელა ილეთით აჯობა.

ისლამმა ზედიზედ მე-14 დაპირისპირებაში გაიმარჯვა და ტიტულის დაცვა მესამედ შეძლო. ამ მაჩვენებლით მახაჩევი ხაბიბ ნურმაგომედოვს, ბი ჯეი პენს, ფრენკი ედგარსა და ბენსონ ჰენდერსონს გაუთანაბრდა.

მთელი ორთაბრძოლა მახაჩევის უპირატესობით წარიმართა, თუმცა მიზანს მე-5 რაუნდში მიაღწია, როდესაც დროის ამოწურვამდე 3 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა. მან დასტინს ფეხი დაუჭირა, რის შემდგომადაც პორიემ თითქოს სიტუაციიდან გამოძრომა შეძლო, მაგრამ ისლამმა ამერიკელი ილეთით დააგდო და მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა, როდესაც კისერი დაუჭირა. საბოლოოდ 2:58 წუთი რჩებოდა და მახაჩევმა მორიგი გამარჯვება იზეიმა.

32 წლის სპორტსმენს MMA-ში 27 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 26 მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113052