ფეხბურთი

11:05 | 2.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსმა მესის მიღწევა გააუმჯობესა

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ვინისიუს ჟუნიორმა ლიონელ მესის მიღწევა გააუმჯობესა.

ბრაზილიელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში შეძლო გოლის გატანა. ვინისიუსმა ეს 23 წლის და 325 დღის ასაკში გააკეთა.

მან 2022 წელს „ლივერპულს“ გაუტანა, ხოლო ამჯერად - „დორტმუნდს“. შედეგად, მესის მიღწევა გააუმჯობესა.

ლეოს ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში გოლი რომ ჰქონდა გატანილი, 23 წლის და 338 დღის ასაკის იყო (2009 და 2011 წლის ფინალებში).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110641