ფეხბურთი

2:56 | 1.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

Footmercato: "ლიონი" და "მონაკო" მიქაუტაძისთვის ბრძოლას იწყებენ
"მეცი" მზადაა, რომ გიორგი 20 მილიონ ევროდ გაყიდოს

„მეცის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შეძენა „მონაკოს“ და „ლიონს“ სურთ. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Foot Mercato იტყობინება.

წყაროს თანახმად, ქართველი ფორვარდისთვის ბრძოლა იწყება. მიუხედავად იმისა, რომ „მეცმა“ მიქაუტაძე „აიაქსიდან“ 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა, ფაქტია, რომ ის ამ კლუბში დიდხანს გაჩერებას არ აპირებს.

ფრანგული მედიის ცნობით, „მონაკოს“ სპორტულ დირექტორ ტიაგო სკუროს გიორგის გარემოცვასთან კონტაქტი უკვე ჰქონდა. „მონეგასკები“ მას ვისამ ბენ იედერის პოტენციურ შემცვლელად მიიჩნევენ.

გარდა ამისა, არსებობს „ლიონის“ ინტერესიც, რომელსაც ასევე სურს შეტევის გაძლიერება და თვალს 23 წლის ქართველს ადევნებს, რომელიც ამ კლუბის აკადემიაში 2008-2015 წლებში ირიცხებოდა. „მეცი“ მზადაა მიქაუტაძე 20 მილიონ ევროდ გაყიდოს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ გუნდში 21-ჯერ ითამაშა და 13 გოლი გაიტანა, გარდა ამისა, ოთხჯერ საგოლე პასითაც გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115327