„ვირტუს ბოლონიამ“ იტალიის სერია A-ს ნახევარფინალურ სერიაში „ვენეცია“ დაამარცხა და ფინალში გავიდა.
სერიის მეოთხე მატჩს ვენეციამ უმასპინძლა, რომელიც სტუმრებმა 96:79 მოიგეს, ხოლო სერიაში 3:1 გაიმარჯვეს.
შესანიშნავი თამაში ჰქონდა თორნიკე შენგელიას - ქართველი მოედანზე საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 32 წუთში 29 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 12-დან 8 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 14-დან 10 საჯარიმო ჩააგდო.
გარდა ამისა, ბოლონიელთა რიგებში მარკო ბელინელიც გამოირჩა, რომელმაც 18 წუთში 22 ქულა ჩააგდო.
„ვირტუს ბოლონია“ ფინალში „ოლიმპია მილანოს“ შეხვდება და ამჯერად სერია ოთხ მოგებამდე იქნება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია